სავიზო პოლიტიკა

წულუკიანი: საქართველო-ირანის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა

დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი, ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა საელჩოს გუშინდელი განცხადება, ამის შესახებ ალბათ თავად საელჩო ისაუბრებს. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში, საელჩოს განცხადება სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ქართულად. ჩვენი ინტერესის საგანი იყო შეხვედრისას ის 200-მდე ბინადრობა, რომელიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე 1 სექტემბრიდან - 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1-ლი სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, გუშინ ირანის საელჩომ თეა წულუკიანის განცხადებას სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით არაკვალიფიციური, გაუაზრებელი, რასისტული და ქსენოფობიური უწოდა.

კომენტარები