სავიზო რეგულაციები

მიროტაძე წულუკიანზე: ცოტა გაექცა სიტყვა

პოლიტიკოსები, მინისტრები, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ვალდებული არიან, რომ ყველა სიტყვა იყოს მოზომილი. რომ არ მოჰყვეს მერე გარკვეული გაგრძელება ამა თუ იმ გამონათქვამს და არასწორად არ მოხდეს ამის გაგება. მე მგონია, რომ ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადების არასწორად გაგება არ მოხდა და არც ის მგონია, რომ ქსენოფობიური განცხადება გააკეთა მიზანმიმართულად, შეიძლება, ცოტა გაექცა სიტყვა. იმიტომ, რომ არ ვიცნობ მე თეა წულუკიანს, როგორც ქსენოფობ ადამიანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე თეა წულუკიანის განცხადებაზე სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით.

კომენტარები