თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილეებს მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ ხუთშაბათს წარადგენს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა და დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი მოადგილეების პოსტებს დიმიტრი ქუმსიშვილი და ირაკლი ლექვინაძე დაიკავებენ.
დავით ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, ვინ დაინიშნება მერიის ადმინისტრაციის ხელძღვანელის თანამდებობაზე. მისი თქმით, კანდიდატის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





