ქართველი სამხედროები

ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილი ქართველი კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, დღეს, ნიუ- ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო და აშშ-ში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი კურსანტების ხსოვნის პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს.

„10 მარტს 15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში, მისამართზე 232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604 გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ორი ქართველი კურსანტი ნიუ-ჯერსიში ავტოავარიისას გარდაიცვალა.

კომენტარები