დავით კირკიტაძის საქმე

დავით კირკიტაძეს დღეს დაკითხავენ

ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაკითხვაზე დღეისთვის დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით კირკიტაძე ავრცელებს. ყოფილი გუბერნატორი დაკითხვაზე 15:00 საათზე უნდა მივიდეს.

"ოთხდღიანი ყოყმანის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გადაწყვიტა დღეს 15:00 საათზე, ჩემი დაკითხვაზე დაბარება მაშინ, როდესაც ამერიკაში ყოფნის დროს, დღეში რამდენიმე უწყება მიჰქონდათ ჩემს საცხოვრებელ მისამართზე. როგორც არ უნდა დასრულდეს დაკითხვის პროცესი, გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. 21 მარტს, ერთად დავიწყოთ უუნარო ხელისუფლების დასრულების დასაწყისი", - წერს კირკიტაძე Facebook-ში.

დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ყოფილ გუბერნატორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, რადგან დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფებოდა. ის საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა.

კომენტარები