დედამიწის საათი

დედამიწის საათის მეცხრე რაუნდი მსოფლიოში 28 მარტს, 20:30-ზე დაიწყება

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტი დედამიწის საათი საზოგადოების წინაშე მდგომ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას იწყებს. დედამიწის საათის მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - 2015 წლის 28 მარტს, შაბათს გაიმართება. ადგილობრივი დროით საღამოს 20:30-დან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. არსებობს მოლოდინი, რომ დედამიწის საათი მსოფლიო საზოგადოებრიობის გაერთიანების მიზნით "დაიპყრობს" ექვს კონტინენტსა და მსოფლიოს ოცდაოთხ სასაზღვრო ზოლს. 

დედამიწის საათის დადგომამდე, მისი ორგანიზატორები კლიმატთან დაკავშირებული პროგრესის ხელშესაწყობად უკვე მუშაობენ მოქალაქეებთან, პოლიტიკოსებთან და ბიზნესებთან 120-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა: ნეპალის მთავრობისთვის კონსულტაციები ისეთი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის მზის ენერგიის ურბანული საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენებას, კლიმატის შესახებ ცნობიერების ამაღლება ევროპისა და აფრიკის სკოლებში და ავსტრალიელ და კოლუმბიელ ფერმერებთან და მეთევზეებთან მუშაობა.

"გასათვალისწინებელია, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ახლა გვეძლევა, ხვალ შესაძლოა გვიან იყოს. მსოფლიოს ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას ხმამაღლა აცხადებს", - აცხადებენ ორგანიზატორები.

"კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ ერთი საათის, არამედ მთელი ჩვენი თაობის პრობლემაა", - თქვა დედამიწის საათის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სუდჰანშუ სარონვალამ.

დედამიწის საათი მსოფლიოს ყველაზე მტკიცე ადამიანების მოძრაობაა, რომელიც კლიმატზეა ორიენტირებული. შეიძლება, სინათლე ერთი საათით ჩაქრეს, მაგრამ მილიონობით ადამიანის ქმედებები მთელი წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შესატანად.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები დედამიწის საათის დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდება და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენებენ დედამიწის საათს იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შესაცვლელ გადაწყვეტებს შეუწყონ ხელი. დაწყებული დედამიწის საათის შეხსენებით, რომელიც მხარს უჭერს მზის ენერგიის გამოყენებას და დასრულებული - დედამიწის საათის ტყეებით, რომლის მიზანია ტყის გაჩეხვასთან ბრძოლა. დედამიწის საათი გლობალური საზოგადოებრივი ძალისხმევის ცენტრში დგას და მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, კლიმატის ცვლილების შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, განათლებას და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით პასუხისმგებლობის მქონე სამეწარმეო პრაქტიკას.

პრეისტორია

2007 წლიდან დედამიწის საათმა ბიზნესსაწარმოების, ორგანიზაციების, მთავრობების და ასობით მილიონი ადამიანის მობილიზაცია მოახდინა 7 000-ზე მეტ ქალაქსა და 162 ქვეყანაში, რაც მდგრადი მომავლისთვის მოქმედებას ისახავდა მიზნად. რამდენადაც კლიმატზე ზემოქმედების შესაძლებლობები მცირდება, დედამიწის საათი უნივერსალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას იძლევა ინოვაციური ხალხის მიერ მართვადი გადაწყვეტების განსახორციელებლად კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

2014 წელს დედამიწის საათის მხარდაჭერების მიერ მოპოვებული ფულადი სახსრები მილიონობით ხის დარგვას, ისეთი ღუმელების გამოყენების ხელშეწყობას, რომლებიც საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ და ათასობით სკოლის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის კვალის შესამცირებელ ღონისძიებებს მოხმარდა.

"კლიმატის ცვლილებას საზღვრები არა აქვს, მაგრამ ასევე უსაზღვროა საზოგადოებრივი ძალისხმევაც. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დედამიწის საათის მოძრაობის მამოძრავებელი ძალა ხალხია, ის მასებს წვდება და კლიმატთან დაკავშირებელი აუცილებელი ქმედებების განხორციელების გადაუდებელ მიზანს ემსახურება", - თქვა დედამიწის საათის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სუდჰანშუ სარონვალამ. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

დედამიწის საათის მხარდამჭერები პარტნიორები: თბილისის მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, წითელი ჯვარი.

კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფალი.

მედიამხარდაჭერა: ჯეპრა, რუსთავი 2, რადიო საქართველო, ოუთდორი, პალიტრა მედია, ჯორჯიან თუდეი, ტაბულა, CBW, Ipress.ge, BPI.

კომენტარები