დედამიწის საათი

"დედამიწის საათის" გამო პრეზიდენტის რეზიდენციაში, კანცელარიასა და პარლამენტში დენი გათიშეს

"დედამიწის საათის" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტის შენობაში დენი გათიშეს. გლობალური აქციის ფარგლებში ელექტროენერგია 20:30-დან 21:30 საათამდე გამოირთო.

"დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის ეკოლოგიას.

მთავრობის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის რეზიდენცია

 

კომენტარები