ქართველი სამხედროები

მარგველაშვილი ქართველი კადეტების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის - ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

ქართველი კადეტები გუშინ, ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ.

კომენტარები