NATO

ლუბომირ ზაორალეკი: NATO არ აპირებს ევროპაში ახალი ბაზების შექმნას

worldbulletin.net

NATO არ აპირებს ევროპაში ახალი ბაზების შექმნას - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუბომირ ზაორალეკმა ჩეხურ მედია საშუალებებს განუცხადა.

ზაორლეკის განცხადებით, ჩეხეთი თავის მოვალეობებს შეასრულებს და NATO-ს ოპერაციები სრულად მიიღებს მონაწილეობას. მისი განცხადებით, NATO ახალი ტიპის სამხედრო წვრთნებს ამზადებენ სადაც ჩეხეთიც იქნება ჩართული.

 „არანაირი მოლაპარაკებები ახალი ბაზების შესახებ არ მიმდინარეობს. ჩემი გადმოსახედიდან ეს საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას, მსგავს არაფერზე მსმენია“, - განაცხადა ზაორალეკმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემა DefenceNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ აპირებს ევროპული ოპერაციის გაფართოებას და პარტნიორების მხარდაჭერის გაგრძელებას, საუბარია იმ ქვეყნებზე რომლებიც რუსეთის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან(ჩეხეთი, უნგრეთი, საქართველო). Atlantic Resolve-ის ფარგლებში აშშ-ის სამხედროები ერთობლივი წვრთნების მიზნით, 2014 წლის აპრილიდან პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში ჰყავს.

კომენტარები