ფოკუსი

6 მარტი, 2015

- მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტული გეგმის წარმოდგენას დაპირდნენ, მათ პირობა არ შეასრულეს. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს გეგმის წარმოდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რასაც მას საპარლამენო უმცირესობის წარმომადგენლები თხოვდნენ. თუმცა, პრეზიდენტმა მთავრობას გეგმის წარმოსადგენად დრო მისცა. თავის მხრივ, მთავრობის წევრებს სავალუტო კრიზისის კვალდაკვალ ხარჯების შემცირების გეგმის წარმოდგენაც მოუწევთ.
- სოფლის მეურნეობის მინისტრი პურის კომპანია იფქლის პურის გაძვირებისთვის აკრიტიკებს და 2013 წელს დადებული პირობის დარღვევისთვის აკრიტიკებს. დამენიას თქმით, სახელმწიფო პურის კომპანიებს შეუთანხმდა, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო. იფქლში რაიმე შეთანხმებისა და მოლაპარაკებების არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ ბიზნესს არ შეუძლია მსგავსი პირობების წინასწარ დადება. პურის კომპანიაში ფასების ზრდას ფქვილის ფასის გაზრდას უკავშირებენ.
- პრემიერმა ბათუმში ჩვენი რეგიონის სამი ქვეყნის საქართველო- თურქეთი- აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გახსნა - ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენს საქართველოში არსებული გარემოს შესახებ ისაუბრა. მისი მტკიცებით, საინვესტიციო გარემო საქართველოში გამჭვირვალე და უსაფრთხოა. პრემიერს არ ეთანხმებიან ნაციონალურ მოძრაობაში და ბიზნესზე ზეწოლისა და ბიზნეს-გარემოს გაუარესების შემთხვევებზე საუბრობენ.
- დაპირისპირება ქართულ ოცნებაში - ელისო ჩაფიძე თანაგუნდელებს პროვოკაციების მოწყობაში ადაშაულებს. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე ავრცელებს, აბესაძის უკან კი მცხეთა- მთიანეთის გუბერნატორი დგას. ელისო ჩაფიძის თქმით, ტყიბულში ოთარ აბესაძესთან ერთად უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკიც იყო ჩასული. როგორც აბესაძე ასევე ტრიპოლსკიც ელისო ჩაფიძის ბრალდებებს უარყოფენ.

კომენტარები