ლარის კურსის ვარდნა

თოფაძე ლარის კურსზე: აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენთან ატყდა, ეროვნული ბანკის კისერზეა

ყველა ქვეყანამ მიიღო მეტ-ნაკლებად პრევენციული ზომები, ჩვენ კი არა. სავალუტო რეზერვების ინტერვენციას, ეს ასობით მილიარდი დაუჯდა რუსეთს, ძალიან ბევრი გამოყო ბალტიის ქვეყნებმაც, მაგრამ არა საქართველომ. ეს არის ელემენტარული რამ, რომელიც უნდა განეხორციელებინა ეროვნულ ბანკს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ განახორციელა იმ დოზით, რა დოზითაც საჭირო იყო. და ეს აჟიოტაჟიც, რომელიც ჩვენთან ატყდა, მის კისერზეა. ამ წამყვანმა ტელეარხებმა შექმნეს აჟიოტაჟი, მოგეხსენებათ, ეს წამყვანი არხები, მაინც და მაინც, ობიექტურობით არ გამოირჩევიან. მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულია. მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანი გისმენს, კაცს იმედი აქვს, რომ გაიგებს რეალობას, შენ კი ცრუობ, უზვიადებ ამ ყველაფერს, მეტიც, ყალბ ინფორმაციას იძლევი, არ არის სწორი, ეს დაუშვებელია და ალბათ, მაგასაც უნდა მივხედოთ. დიახ, ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს, მათ შორის, პასუხიც უნდა მოეთხოვოს. 

განაცხადა საერთო გაზეთთან ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ.

კომენტარები