ბორის ნემცოვის მკვლელობა

ვერშბოუ: ნემცოვი ძლიერი ხმა იყო და ის გააჩუმეს

ალექსანდრ ვერშბოუ
wikipedia.org

პუტინი ცდილობს უკრაინა დამარცხებულ ქვეყანად აქციოს, ხოლო რუსეთში ვინც არ ეთანხმება, ყველა გააჩუმოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ ნემცოვის მკვლელობაზე კომენტირებისას განაცხადა.

ვერშბოუს განცხადებით, ნემცოვის მკვლელის ზუსტი ვინაობა უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ადამიანი პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებდა და უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებოდა.

„ჩვენ არ ვიცით ვინ ისროლა ტყვია, მაგრამ ვიცით, რომ ნემცოვი ძლიერი ხმა იყო და დემოკრატიისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის პროპაგანდა კი მოღალატედ რაცხავდა“, - განაცხადა ვერშბოუმ.

ვერშბოუმ ასევე დასძინა, რომ რუსეთის მთავრობა უფრო და უფრო უძლური ხდება დაუმალოს საზოგადოებას ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი რუსი სამხედრო დაიღუპა და საომარ მოქმედებებში ჩართული არ არის.

კომენტარები