სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაცვლად, პენიტენციური დეპარტამენტი შეიქმნება

პარლამენტი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას და ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს პირველი მოსმენით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა გუშინ წარუდგინა.

დაგეგმილი ცვლილებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი ყალიბდება. პარლამენტში საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროში ცალკე სამინისტროა, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს. კახა კახიშვილის თქმით, არსებული სისტემით "რომელი სამინისტროა და რომელი დეპარტამენტი, ვერ გაარკვევ". 

კომენტარები