სავიზო რეგულაციები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საიმიგრაციო კანონში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი ძალაში 2014 წლის პირველ სექტემბერს შევიდა. ცვლილებებმა საიმიგრაციო რეგულაციები გაამკაცრა - ბინადრობის ნებართვის მიღება გართულდა და ქვეყანაში ყოფნის ვადა შემცირდა. ასევე შემცირდა იმ ქვეყნების რიცხვიც, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ.

შექმნილი პრობლემების გამო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც სავიზო პოლიტიკის გამარტივებას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარადგინა, თუმცა კომიტეტმა ცვლილებებს დღეს მხარი არ დაუჭირა. ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ კი ნაციონალური მოძრაობის წინადადება სავიზო რეგულაციების გაუქმების შესახებ გუშინ ჩააგდო.

კომენტარები