საქართველოს ეკონომიკა

პრემიერი: ვინც თანხების ხარჯვას აფერხებს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

რაიონებმა, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია. მე მინდა, საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. იმ გამგებლების, რომლებიც ამას ხელს უშლიან ან საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც აფერხებენ რაღაც გაუგონარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უთხრა, რომ "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ათვისება არ ხდება". ხადურის თქმითვე, კარგი იქნება, თუ განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტროები თანხების ხარჯვის მიმართულებით გააქტიურდებიან.

კომენტარები