სავიზო რეგულაციები

პარლამენტში ენმ-ის წინადადება სავიზო რეგულაციების გაუქმების შესახებ ჩააგდეს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ ნაციონალური მოძრაობის წინადადება სავიზო რეგულაციების გაუქმების შესახებ ჩააგდო. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მტკიცებით, რეგულაციები ევროკავშირის მოთხოვნა არაა.

"ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ ჩააგდო ჩვენი წინადადება მავნებლური სავიზო რეგულაციების გაუქმების შესახებ. ყველა აღიარებს, რომ პრობლემაა. ყველა აღიარებს, რომ სიღარიბის ზრდის და ლარის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზია. ვერავინ იხსენებს ევროკავშირის რაიმე მოთხოვნას, რომელიც დაგვავალდებულებდა ვაწვალოთ მათი მოქალაქეები და დავუშალოთ ჩვენს ქვეყანაში ფულის ხარჯვა/დაბანდება. მაგრამ მაინც არა. უკვე თავისუფალ ვარდნაში არიან", - ამბობს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.

კომენტარები