საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე: წელს, ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი იქნება მსოფლიო საშუალოზე დაბალი

ყველანაირი გათვლა არსებობს იმისათვის, ვივარაუდოთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოს არ ექნება და შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის ვარდნა. წელს პირველად ბოლო წლებში, თუ არ ჩავთვლით 2009 წლის ზრდას, როდესაც იყო შედეგები რუსეთის სამხედრო აგრესიისა, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება მთელი მსოფლიო. ანუ, მივჩანჩალებთ სადღაც ბოლოში და მოხერხება უნდოდა მთავრობის მხრიდან, რომ ამისთვის მიეღწია 2 წელიწადში. მარტო ეს, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, არის საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები