ფოკუსი

3 მარტი,2015

- საქართველოში ტურიზმი შემცირებას განაგრძობს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს თებერვლის თვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სულ 2015 წლის თებერვალში საქართველოში 290 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2014 წლის იმავე მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.
- მთავრობა ბიუჯეტის ხარჯების გეგმავს. ბიუჯეტის სეკვესტრირებული ვარიანტი პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა, თუმცა მინისტრები ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ თუ რა ხარჯების შემცირება იგეგმება.

- ყაზტრანსგაზ თბილისი კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს არ ზრდის, ამის შესახებ კომპანიამ განცხადება ინტერპრესნიუსის მეშვეობით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება და ძალაში რჩება 2015 წლის 1 მარტამდე მოქმედი ტარიფი.
- მოკლული რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ცხედარი სახაროვის ცენტრიდან მისმა ახლობლებმა და მოქალაქეებმა გამოაცილეს.

- ნორმანდიის ოთხეული კონფლიქტის ზონის ცხელ წერტილებში ეუთოს დამკვირვებელთა განლაგებაზე შეთანხმდა. სატელეფონო საუბრისას უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტებმა და გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტეს, რომ დამკვირვებლები 10 ადგილას იქნებიან მივლენილი, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველაზე ხშირად ირღვევა.

კომენტარები