ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვს დღეს დაკრძალავენ

AFP

ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, მოსკოვში სახაროვის ცენტრში გაიმართება. პანაშვიდი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. მოკლულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობილია, რომ დაკრძალვას პრეზიდენტი პუტინი, პრემიერი მედვედევი და დუმის სპიკერი არ დაესწრებიან. დაკრძალვას დაესწრებიან დასავლელი დიპლომატები. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელსუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა პოლონეთის სენატის სპიკერი ბოგდან ბურუსევიჩი და ევროპარლამენტის ლატვიელი დეპუტატი სანდრა კალნიეტე, რომლებიც ნემცოვის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდნენ.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. 

კომენტარები