ფოკუსი

2 მარტი, 2014

- მთავრობა კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სავალუტო ფონდთან ერთად მუშაობს. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მთავრობა დამატებითი ვალის აღებაზეც მართავს მოლაპარაკებებს. დღეს ჟურნალ Business Time Georgia-ის ინიცატივით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ეროვნული ბანკის წარმომადგენელისა და ეკონომისტების გარდა, მთავრობის წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ხელისუფლებიდან დისკუსიაზე არავინ მივიდა.
- საგანელიძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დეპუტატის მანდატი შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს. გადაწყვეტილება დეპუტატმა მედიასთან ინტერვიუ გაახმაურა, თუმცა ამის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
საგანელიძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გულგატეხილია, რადგან გუნდში ყველაზე მეტი პრობლემა იმ ადამიანებისგან ექმნება, რომელთაგანაც მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
- საყდრისი - სააპელაციო სასამართლომ კომპანია RMG გოლდისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ კულტურის სამინისტროს დადგენილება გაუქმდა. კულტურის სამინისტროს აღნიშნული დადგენილების გადახედვა დაევალა.
- პროკურატუტრა- მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. ის საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. დეპარტამენტი 2012 წლის 1-ლი ოქრომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივრებსა და განცხადებებში მითირთებულ დანაშაულებებს გამოიძიებს, მათ შორის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტებს, რომელიც ცემას, წამებასა და არაადამუანურ მოპყრობას მოიცავს.

კომენტარები