ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ოფისთან ექვსი ადამიანი, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ექვსი ადამიანი, მათ შორის, თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. მათ ენმ-ის ოფისს საღებავები და კვერცხები ესროლეს. 

თავისუფალი თაობა და სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი ენმ-ის მიერ დაანონსებულ 21 მარტის აქციის გაუქმებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ცნობისთვის, 21 მარტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.

კომენტარები