საქართველოს პატრიარქი

პატრიარქმა თავის ნათლულებს გაჭირვებულების მოვლა და ხეების დარგვა დაავალა

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე თავის ნათლულებს და მათ ოჯახებს გაჭირვებულების მოვლა და ხეების დარგვა დაავალა. 

"ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით. მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. შვიდი მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე", - თქვა პატრიარქმა.

ილია მეორეს 22 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

კომენტარები