ბიზნესგარემო

იანვარში ახალი ბიზნესების რეგისტრაციის რაოდენობა 11%-ით შემცირდა

artfire.com

საქსტატის მონაცემებით იანვარში საქართველოში ახალი საწარმოების რეგისტრაციის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა. ახალი ბიზნესების წამოწყების რაოდენობის შემცირება ქვეყნაში გაუარესებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესაქტივობის კლებაზე მიანიშნებს. სავალუტო შოკის პირობებში მეწარმეები ახალი ინვესტიციების განხორციელებას ზოგჯერ ერიდებიან, რადგანაც ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის ვითარება მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის იანვართან შედარებით 8-ჯერ არის შემცირებული დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდის ტემპი და ის იანვარში მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს. ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან ინდიკატორს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წარმოადგენს. ამ საწარმოთა ბრუნვის შემცირება ქვეყანაში ბიზნესაქტივობის შემცირების ერთ-ერთი ინდიკატორია.

ახალი საწარმოების რეგისტრირების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია. საქართველოში ტიპური ბიზნესის რეგისტრირება ორ დღეში სულ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. 

კომენტარები