ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე მოქალაქეზე გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. 

"დაკავებულებმა, ყალბი კუპიურები ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გუშინაც დააკავეს.

კომენტარები