კრიზისი უკრაინაში

კიევი ფრონტიდან მძიმე ტექნიკის გაყვანას იწყებს

უკრაინა გამყოფი ხაზიდან, მინსკის შეთანხმების შესაბამისად, მძიმე შეიარაღების გაყვანას უწყებს. ქვეყნის გენერალური შტაბის ცნობით, პირველ ეტაპზე ფრონტიდან 100 მილიმეტრი კალიბრის მქონე ქვემეხებს გაიყვანენ. პროცესს ეუთო-ს მისია გააკონტროლებს. კიევი ცეცხლის სრულ შეწყვეტას მოითხოვს და აცხადებს, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ტექნიკის გაყვანის გრაფიკის კორექტირებას მოახდენს.

უკრაინაში ღამემ შედარებთ მშვიდად ჩაიარა. სროლა შუაღამემდე დონეცკის მახლობლად ისმოდა. უკრაინელ მებრძოლებს შორის არავინ დაღუპულა. სეპარატისტების განცხადებით, მათ გამყოფი ხაზიდან ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. თუმცა, კიევი ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები