- დღეს ქვეყანაში ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სავალუტო შოკის შედეგებზე და შოკის დაძლევის გზებზე თათბირობდნენ. მთავრობის წარმომადგენლების ოპტიმისტური პროგნოზით, ლარის კურსი მაისამდე ვერ დასტაბილურდება.
კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ გზად მთავრობას სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაცია მიაჩნია, რომელი პროცესიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავად შეაფერხა.
- პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აღარ გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეკონომიკურ გუნდს დრო უნდა მივცეთ. პრეზიდენტი ქვეყნიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების წასვლას ელოდება.
- სავალუტო შოკმა უარყოფითი გავლენა მოსახლეობაზე და ბიზნესზეც იქონია - გამოკითხვა ხალხში.
- ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებში არის მომატებული. მისივე თქმით, სამინისტრო მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და აქვს ამ კუთხით სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება პროცესში სახელმწიფოს ჩარევის ალბათობას, სერგეენკო ერთერთ ბერკეტად პირველადი სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე მოგების ზღვარის დაწესებას ასახელებს. ის საუბრობს სახელმწიფო დოტაციაზეც, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს და სახელმწიფო უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.
- ქუთაისში, ეგვიპტურ კომპანია ფრეშში, რომელიც საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიული ზონაში ფუნქციონირებს, თანამშრომელთა რაოდენობა 1700-იდან 35-მდე შემცირდა - ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე ავრცელებს. თევდორაძის თქმით, ეგვიპტელ ინვესტორებს პრობლემები საქართველოში ცხოვრების ნებართვასთან დაკავშირებით შეექმნათ.
ფოკუსი




