ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. სულ დაკავებულია 7 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ გასაღებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. 
ძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები