ოკუპირებული ტერიტორიები

მარგველაშვილი:დიფერენცირებული უნდა გვქონდეს, ვინ რა თემაზე გააკეთებს კომენტარს

ტაბულა

ზუსტად უნდა გვქონდეს დიფერენცირებული, რომელი მოხელე რა თემაზე გააკეთებს კომენტარს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა ეს განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა.

"არსებულ ძალიან რთულ ვითარებაში, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე რუსეთის ფედერაციასთან რთული ურთიერთობის ფონზე, ალბათ ჩვენ უფრო ზუსტად უნდა გვქონდეს დიფერენცირებული, რომელი უწყება და რომელი სახელმწიფო მოხელე რა თემებზე აკეთებს კომენტარს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძის განცხადებით, თუ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან და ოსეთთან საქართველოს დიალოგს, ოფიციალური თბილისი მზად არის, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადადოს.

 

კომენტარები