კრიზისი უკრაინაში

რუსულმა გამოცემამ უკრაინის დანაწევრების რუსული გეგმა გამოაქვეყნა

რუსი სამხედროების ფიცის დადების ცერემონია. სიმფეროპოლი, ყირიმი

რუსულმა გამოცემა ნოვაია გაზეტამ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც, რედაქციის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციისთვის გასული წლის თებერვალში, ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელსუფლებაში ყოფნის დროს მომზადდა. ამ დოკუმენტში უკრაინის დანაწევრების გეგმაა გაწერილი.

კერძოდ, მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა უნდა ისარგებლოს იანუკოვიჩის ხელისუფლების უუნარობით და არეულობით კიევში, რათა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსული სეპარატისტული მოძრაობები წაახალისოს და ეს რეგიონები შემოიერთოს. უკრაინის გახლეჩის დაწყება ხარკოვიდან და ყირიმიდან იყო დაგეგმილი. უკრაინის რეგიონებში უნდა გამართულიყო აქციები ფედერალიზაციის, რუსული ენის სტატუსის და საბაჟო კავშირში გაწევრიანების მოთხოვნით, ასევე გამართულიყო რეფერენდუმები, რაც რუსეთის შემადგენლობაში მათი შესვლისთვის ნიადაგს მოამზადებდა. 

საბოლოოდ, რუსული გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, რუსეთმა ყირიმის ანექსია და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არეულობისა და ომის პროვოცირება მოახდინა.

კომენტარები