რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი: პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან - ეს ერთადერთი სწორი გზაა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ გამოცემა День-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა. ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა:

"თქვენი მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლისას რუსეთთან ურთიერთობებში ფსონს დებდა პრაგმატიზმზე, მაგრამ, როგორც მე ხშირად მეუბნებოდნენ ინტერვიუს დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ამან პრაქტიკულად არაფერი მისცა თქვენს ქვეყანას" - რაზეც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა:

"მე ასე არ ვიტყოდი. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან - ეს ერთადერთი სწორი გზაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს პოზიტივი კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ - ნეგატივი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც 2014 წლის ბოლოს ხელი მოაწერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხელშეკრულებას.

რაციონალური პოლიტიკის ინტენსიფიკაციით, საქართველო მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ ის განიხილავს მის ურთიერთობებს როგორც კეთილმეზობლურს და მიმართულს პრობლემის გადაწყვეტისკენ არა საომარი, არამედ დიპლომატიური გზით. და პოზიტივი აქ ის არის, რომ ყველა ხედავს, რომ ჩვენ რაციონალურები ვართ. ხოლო ამ რაციონალურ ფონზე რუსეთის პასუხები უფრო აგრესიულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები