რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: შეგვიძლია, აფხაზეთთან წითელი ხაზები გვერდზე გავწიოთ დროებით

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რია ნოვოსტისთვის მიცემულ საკუთარ ინტერვიუს განმარტავს. აბაშიძე რუსულ გამოცემასთან საუბრისას ამბობდა, რომ "საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას" და ასევე "თუ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენს დიალოგს, მზად ვართ, მათი სტატუსის საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ". აბაშიძე საკუთარ ნათქვამს ჟურნალისტებთან საუბრისას იმეორებს.

"არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ, აფხაზებს ველაპარაკოთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, სხვადასხვა დონის პირები შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ. ყოველგვარი ახალი ფორმატების შექმნის გარეშე. არის ეს შეხვედრები, ლონდონში იგეგმება შეხვედრა, სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრიან წარმომადგენლები. დავიწყოთ ამ თემებით - შეგვიძლია, ჯერ ეს წითელი ხაზები გვერდზე გავწიოთ დროებით. ჟენევა, რა თქმა უნდა, უმთავრესი ფორმატია, იქ ყველაზე მწვავე საკითხებზე გაგრძელდება მუშაობა, მაგრამ პირდაპირი დიალოგისთვის ჩვენ შეგვიძლია, საწყის ეტაპზე შევარჩიოთ ნეიტრალური თემა", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები