საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთმა ევროკავშირისგან დახმარების მისაღებად რეფორმების გეგმა წარადგინა

AP

საბერძნეთის ხელისუფლებამ, ევროკავშირის მოთხოვნით, მომავალი რეფორმების გეგმა გამოაქვეყნა. ეს ევროკავშირის დახმარების პროგრამის გაგრძელების ერთ-ერთი პირობა იყო.

საბერძნეთის მთავრობა გეგმავს ბრძოლას გადასახადების დამალვასთან და კორუფციასთან, სახელმწიფო აპარატის შემცირებას, ასევე 60 მილიონი ევროს გამოყოფას ღარიბებისთვის ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად და 750 მილიონს - მათთვის კვების პროდუქტების სუბსიდირებისთვის.

დაგეგმილი რეფორმები კრედიტორების სამეულმა - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ევროკომისიამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უნდა შეაფასონ, შემდეგ მათ ევროზონის ფინანსთა მინისტრები განიხილავენ.

საბერძნეთის ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ევროკავშირის ნაკარნახევ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაზე უარს იტყოდა. ქვეყნის საგარეო ვალი 320 მილიარდ ევროს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 125 პროცენტს აღწევს. 

კომენტარები