ფოკუსი

23 თებერვალი,2015

- ლარი დღეს კიდევ გაუფასურდა - ერთი დოლარი ეროვნული ბანკის მონაცემებით 2 ლარი და 19 თეთრი ღირს. გასული კვირა ეროვნული ვალუტისთვის მძიმე იყო - ის 9 % გაუფასურდა რაც სწრაფი ტემპია. ლარის გამყარებისთვის მთავრობა სავარაუდოდ სესხად 500 მილიონ დოლარს აიღებს.

- რას გეგმავს ან რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა სავალუტო კრიზისის პირობებში, მაშინ ,როდესაც ეროვნული ვალუტა 25%-ით გაუფასურდა. ხარჯების შეკვეცა - ეს უკვე დააანონსა მთავრობამ, თუმცა დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ეს. ხელისუფლების გეგმები კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ პარალელურად ახალი ბიუროკრატიული უწყებები იქმნება - მაგალითად, 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექცია კვლავ აღსდგება.

- მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონლური მოძრაობის წევრებიც მივიდნენ. მათ სხდომაზე დასწრება და მინისტრებისთვის საკუთარი გეგმის წარდგენა სურდათ. პარტიის წევრებს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ უთხრა, რომ პარლამენტის წევრების მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასწრებას კანონი არ ითვალისწინებს. დეპუტატების განცხადებით კი, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონით მათ აქვთ უფლება მთავრობის სხდომას დაესწრონ.

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ჟურნალისტების დაკავებასა და დასჯას ითხოვდა - მიზეზი 60 წუთის ჟურნალისტების მიერ კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების ფარული კამერით ჩაწერა იყო. მაშინ ნინო გვენეტაძემ მერაბ ტურავასთან ერთად ჟურნალისტები კრიმინალური სამყაროს ნაწილად გამოაცხადა და მათ სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლა დასდო ბრალად.

- თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო თანამდებობეს ტოვებენ - მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ ზურაბ აბაშიძე ვიცესპიკერის პოსტიდან გადააყენა, კომიტეტების თავმჯდომარეები, ამჯერად საკუთარი ნებით, აღარც დავით ონოფრიშვილი, ვიქტორ დოლიძე და გიორგი ცაგარეიშვილი იქნებიან. დღესვე თავისუფალმა დემორკატებმა ხელისუფლების პრორუსულ კურსზე გამოთქვეს ეჭვები.

- ქართულ ოცნებაში აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის დაკარგვის თემას განიხილავენ, მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ კი დღეს პრესკონფერენცია გამართეს.დუმბაძე პრემიერის განსხვავებულ დამოკიდებულებებზე საუბრობს - თუ ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს სხდომამდე უმკაცრეს რეაგირებაზე საუბრობდა, სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის წევრები აჭარაში სტაბილურობასა და კონტროლის ქონაზე საუბრობდნენ.

- საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანია ინტერის ეთერში უკრაინაში მიდინარე მოვლენებში საქართველოში 90-ან წლებში და 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს შეადარა. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნას მაგრველაშვილმა უკრაინის შიდა საქმე უწოდა.

- კრიზისი უკრაინაში გრძელდება, -რუსმა ინტერვენტებმა ძალები მარიუპოლისკენ გადაისროლეს. ისინი განაგრძობენ თავდასხმას უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. გერმანიის საგარეო უწყებამ უკვე გააფრთხილა სეპარატისტები, რომ ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმა მინსკის შეთანხმების დარღვევად აღიქმება.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლების იტალიაში გამართულ შეხვედრებს ეხმაურება. მინისტრის მოადგილის თქმით, ქალაქ ბარიში გამართული შეხვედრები კერძო ხასიათის იყო და მათ დიპლომატიური დატვირთვა არ ჰქონდა.

- გავრცელებული ინფორმაციით სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ისლამისტი მებრძოლი 26 წლის დავით სვიაკაური დაიღუპა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის რწმუნებულმა როსტომ ალხანაშვილმა დაუდასტურა. დავით სვიაკაური პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში ცხოვრობდა. სირიაში წასული პანკისებელი იქ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვიან. საბრძოლო მოქმედებების დროს პანკისის ხეობიდან 10-მდე პანკისელი დაიღუპა.

- საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა - მას ბრალად სამსახურეოებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე საუბრობენ.

კომენტარები