საქართველოს ეკონომიკა

ონოფრიშვილი: მთავრობას არ აქვს გეგმა, როგორ გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან

ტაბულა

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის დავით ონოფრიშვილის შეფასებით, "საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გეგმა, როგორ გამოვიდეს შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან". როგორც ონოფრიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, ამისთვის უნდა ისხდნენ ეკონომიკის სამინისტროში ან ეკონომიკის საბჭოში და მიიღონ "დროებითი ადეკვატური ზომები". მისი თქმით, როცა აშკარაა, რომ სერიოზული კრიზისული ელემენტებია და ბიზნესი გაჩერებული, სპეციალისტებმა მიმართულების მიხედვით უნდა იმოქმედონ და ბიზნესისთვის ჯარიმების შემცირებაზე იზრუნონ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად სამართლიანია რეგიონში მიმდინარე პრობლემებზე დაბრალება ის, რაც დღეს ქართულ ეკონომიკას სჭირს, ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ "გარე ფაქტორი აშკარად მნიშვნელოვანია და ყველა ქვეყანას აქვს ვალუტის დევალვაცია". თუმცა, მისი თქმით, ვალუტის გაუფასურება დადებითად უნდა ემოქმედა ექსპორტის ზრდაზე, ამის მიუხედავად კი, ექსპორტი 30%-ით შემცირდა, "რაც არასახარბიელოა".

"მთავრობა ამას რომ უყურებს, უნდა დასხდნენ ეკონომისტები, მოიწვიონ სპეციალისტები და შეიმუშავონ კონკრეტული გეგმა" - თქვა დეპუტატმა.

კომენტარები