განზრახ მკვლელობა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს

metro.us

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1979 წელს დაბადებულმა თეიმურაზ ქ-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1955 წელს დაბადებული მერაბ კ. და 1979 წელს დაბადებული მიხეილ კ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ცნობით, მოკლულები მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და თანატოლი ბიძაშვილი არიან.

დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - რეგისტრირებული სანადირო თოფი.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები