ევროკავშირი საბერძნეთს ფინანსურ დახმარებას კიდევ ოთხი თვე გაუწევს - ეს გადაწყვეტილება ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურ ათენთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.
ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საბერძნეთი გააგრძელებს აღებული ვალდებულებების შესრულებას და ასევე პირობას დებს, რომ ვალებს გადაიხდის.
ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა მინისტრისა და ევროჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დეისელბლუმის განცხადებით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ვფიქრობ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით ნდობის ხელახლა მოპოვების კუთხით. როგორც იცით ნდობა უფრო მარტივად იკარგება, ვიდრე ჩნდება. ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური“, - განაცხადა დეისელბლუმმა.





