დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ ვენაში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავისუფალი დემოკრატების პრესსამსახურში განგვიცხადეს, დოლიძე კომენტარს მედიისთვის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
18-20 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა იმართებოდა.





