კრიზისი უკრაინაში

სახ.დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინაში შეტევები

trunews.com

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ინტერვენტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტები დაგმო. ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას ხელი შეუწყოს.

"მოვუწოდებთ რუსეთს და მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტევები, გაიყვანონ მძიმე შეიარაღება, შეწყვიტონ ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკადი უკრაინაში. ასევე მისცენ საშუალება ეუთო-ს დამკვირვებლებს, საკუთარი მოვალეობა შეასრულონ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ.

დებალცევოდან უკრაინული ძალების გაყვანა მთლიანად დასრულებულია. ოფიციალური მონაცემებით, სულ ქალაქი 2500-მა მებრძოლმა და 800-მდე ერთეულმა ტექნიკამ დატოვა. კიევი აცხადებს, რომ გამოყვანის დროს 13 მებრძოლი დაღუპა, 90 ტყვედ ჩავარდა, 82 კი, დაკარგულად ითვლება.  სეპარატისტები უკრაინულ ძალებზე შეტევებს განაგრძობენ. გრადებიდან და ნაღმტყორცნებიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი დონეცკთან, პოპასნაიასთან და მარიუპოლთან უკრაინული პოზიციების მიმართულებით.

კომენტარები