"დავით ნარმანიას მოუწევს, გეგი ნიჟარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს დღეს საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე ელოდებიან. ენმ-ს გეგი ნიჟარაძესთან შეკითხვები ამ სამსახურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აქვთ. მათ შორის, თანამშრომლების ზეწოლასა და კორუფციულ სქემაზე.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი დღევანდელ სხდომაზე დასწრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია რამდენიმე დღის წინ, დიდი ოდენობით ქრთამის - 180 000 აშშ დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს.





