ლარის კურსი

ჭიაბერაშვილი: დღეს პენსიონერი უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე 2012 წლის 25 ოქტომბერს

2012 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრად დაამტკიცა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.66 იყო, ხოლო პენსია - 125 ლარი ანუ დაახლოებით 75 აშშ დოლარი.[ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ პენსიის 150 ლარამდე გაზრდა ბიუჯეტის ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებულ ბიუჯეტშივე იყო გათვალისწინებული და ეს ზრდაც იმ ეკონომიკის საფუძველზე მოხდა, რაც წინა ხელსიუფლებამ დატოვა]. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.08 იყო, ხოლო პენსია - 150 ლარია ანუ დაახლოებით 72 აშშ დოლარი. დააკვირდით: დღეს პენსიონერი უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე იღებდა 2012 წლის 25 ოქტომბერს. ეს დაანგარიშება არ ითვალისწინებს ინფლაციას, კერძოდ, რისი ყიდვა შეუძლია დღეს პენსიონერს ამ 150 ლარით. ინფლაციის გათვალისწინებით, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მადლობაბატონბიძინას.

კომენტარები