NATO-საქართველო

გოგუაძე: აბაშიძის განცხადება ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება

მაშინ, როდესაც წლის ბოლოს დაგეგმილია NATO-ს მინისტერიალის ჩატარება, ხოლო ერთი წლის მერე - NATO-ს სამიტი, ეს განცხადება, დიახ, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "NATO-სთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მომართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა" და " ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას".

კომენტარები