ჯოზეფ ქლენსი აშშ-ის საიდუმლო სამსახურს უხელმძღვანელებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო.
ქლენსი ბოლო ოთხი თვის მანძილზე დროებით ხელმძღვანელობდა სამსახურს, ამიერიდან კი პოსტზე ოფიციალურად დაინიშნება.ჯოზეფ ქლენსი აქამდე ბარაკ ობამას პირადი დაცვის უფროსი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებდნენ თანამდებობა შონ ჯოისისთვის F.B.I-ის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ჩაებარებინა - ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა როდესაც საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი გარეშე პირი გახდებოდა. თუმცა ობამამ საიდუმლო სამსახურის უფროსობა მაინც ამავე სამსახურის ერთ-ერთ აგენტს ჩააბარა.
19 სექტემბერს უცნობმა მამაკაცმა თეთრ სახლში შესვლა მოახერხა და ლიფტში ბარაკ ობამასთან ერთად აღმოჩნდა. გასული წლის ნოემბერში საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯულია პოირსონი თანამდებობიდან გადადგა. მას შემდეგ სამსახურს ჯოზეფ ქლენსი ხელმძღვანელობდა.





