ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა

ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლედ კურტანიძის წარდგენას უმრავლესობამ, 96-მა დეპუტატმა, მხარი დაუჭირა. 

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. გასული წლის დეკემბერში ის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც 33 დელეგატი ესწრებოდა. აქედან კურტანიძის პოსტზე დარჩენას მხარი მხოლოდ ოთხმა წევრმა დაუჭირა.

კომენტარები