კრიზისი უკრაინაში

უკრაინული ძალები დებალცევოს ტოვებენ

უკრაინული ძალები ქალაქ დებალცევოს ტოვებენ, რომელსაც, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით, რუსი ინტერვენტები კვლავ უტევენ. უკრაინის პრეზიდენტმა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების წინ, ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

"დღეს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ეროვნულმა გვარდიამ დებალცევოდან სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების გამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ჯარების 80% გამოვიდა", - განაცხადა პოროშენკომ.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი ადასტურებს, რომ დებალცევოსთან რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კიევს და სეპარატისტებს უკრაინული  ძალების გაყვანის საქმეში შუამავლობა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი, დებალცევო ალყაში არ არის და ჯარები ქალაქიდან იარაღითა და ტექნიკით გამოვიდნენ. 

კომენტარები