მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ეკა ზღულაძე არის სუპერვარსკვლავი უკრაინაში

ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინის რეფორმირების პროცესში მნიშნველოვან როლს ასრულებენ. 

"ეკა ზღულაძე არის სუპერვარსკვლავი უკრაინაში, წარმოუდგენლად პოპულარულია. ეკამ სერიოზულად მოკიდა ხელი პატრულის რეფორმას, კიევში ეს იწყება კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე საქართველოში. ეკას აქვს სრული მანდატი და უკრაინელი საზოგადოების სრული ნდობა. დათო საყვარელიძეს უკრაინის პროკურატურის მთლიანად გაწმენდა ჩააბარეს - იქ უმძიმესი კორუფციული ფონია, როგორც ჩვენთან იყო." - განაცხადა სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა ახალ თანამდებობაზე საკუთარ მოვალეობზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ყველა სფეროს რეფორმირება ეხება.

"ყველა სახის რეფორმა მეხება. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით, ეს არის ეკონომიკური, სამხედრო, სახელმწიფო აპარატის ზოგადი რეფორმები, ანტიკოპუფციული რეფორმები, რაც ძალიან მნიშნელოვანია. სამწუხაროდ გამოგვაკლდა კახა ბენდუქიძე, რომელიც უზარმაზარი დანაკარგი იყო უკრაინისთვის, იმიტომ რომ ბოლოს კახა იყო წარმოუდგენლად მაღალ ინტელექტუალურ ფორმაში. ახლა მე მყავს რეფორმატორების მთელი ჯგუფი - გია გეწაძე, ჯაბა ებანოიძე.. ანტიკორუფციული პაკეტი მთლიანად ჩვენმა სპეციალისტებმა მოამზადეს. პირველივე დღიდან ჩამოიყვანეს ზურაბ ადეიშვილი, დათო საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე, დათო კიზირია, დათო ჩანტლაძე, გიზო უგულავა. მათ ანტიკორუფციული კანონების მთელი პაკეტი დაწერეს. ვინც საქართველოში არ იყო, კერძო თვითმფრინავები გაუგზავნეს - ძალიან ეჩქარებოდათ და ძალიან უნდოდათ ქართველების ჩამოყვანა" - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

კომენტარები