- უწყებაში იმყოფებოდა. ვასილი ციბენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებებისთვის მას შემდეგ დაიბარა, რაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილი უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა და რომ პეტრე პოროშენკო არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს , რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების წინააღმდეგაა მიმართული, ამ ურთიერთობის გაფუჭებას კი რუსეთი ცდილობს. უკრაინის ელჩის დაბარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით რადიკალურად განხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმოამდგენლებს.
- უკრაინაში თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი დაინიშნა: საპარლამენტო უმცირესობის აწ უკვე ყოფილი წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გახდა. ვიქტორ შოკინმა საყვარელიძე პოსტზე დღეს წარადგინა.უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობით, საყვარელიძე ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს ჩაიბარებს.
- საქართველოს პარლამენტში დავით საყვარელიძის ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს სავარაუდოდ ეკა ხერხეულიძე შეემატება.
- გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობა 18 თებერვალს გაგრძელდება. ბრალდების მხარემ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა. აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის 20 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, განცხადება თავად უგულავამაც გააკეთა. მან თქვა, რომ გათავისუფლების იმედი არ აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, მას ახალ ბრალს მალევე წარუდგენენ და საპატიმროში დააბრუნებენ.
- ყოფილი პრემიერი კვირის პალიტრასთან საუბარში კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებს. ნაციონალურმა მოძრაობამ შენიშვნა ივანიშვილის სიტყვებით, „არეულობის სურვილისთვის" დაიმსახურა, თავისუფალ დემოკრატებს კი ყოფილი პრემიერი ნაციოანლური მოძრაობის რიტორიკასთან მსგავსებას უწუნებს. ივანიშვილი ამჯერად რესპუბლიკურ პარტიასაც გადასწვდა და ალასანიას გუნდის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
- ბიძინა ივანიშვილი ლარის გუაფასურებაში ხელისუფლების ბრალს ვერ ხედავს. ყოფილი პრემიერი ეროვნული ვალუტის მძიმე მდგომარეობას კვლავ საგარეო ფაქტორებით ხსნის. " ლარი ჯანსაღად რეაგირებს - ეს ფრაზა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ინტერვიუშიც გაიმეორა. ოპონენტები ყოფილ პრემიერს არ ეთანხმებიან.
- მინსკის შეთანხმების მიუხედავად პრორუსი ინტერვენტები უკრაინაში ბრძოლას განაგრძობენ. მათ 112-ჯერ მიიტანეს იერში უკრაინულ ძალებზე. თავის მხრივ ნატოში ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რუსული შეიარაღებისა და რუსი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას.




