საპარლამენტო უმრავლესობა

საგანელიძე: ნეპოტიზმის მკაცრი წინააღმდეგი არ ვარ

...მე მაგალითად ერთ რამეს გეტყვი, რომ ნეპოტიზმის რაღაცით მომხრეც ვარ ხანდახან. ბიზნესშიც ვიყავი მაგალითად, პოლიტიკაშიც თუ ვხედავ, რომ ჩემი ახლობელია, ვიცი წლების განმავლობაში ეს ადამიანი, მიმუშავია მასთან, მისი გამოცდილება ვიცი და მოვიყვანე.... არ ვარ მკაცრი წინააღმდეგი. ნეპოტიზმი არის თემა, რომ ადამიანმა შეიძლება არფერი იცის და მოგყავს. თუ სიტყვაზე, ეკა მიშველაძე [გადაცემის წამყვანი] არის პროფესიონალი, ძალიან ძლიერია თავის საქმეში, ქვეყანას წაადგება და იმიტომ, რომ ჩემი ნათესავია, გადაგმალო? რას ამბობთ, გადაგმალავ კი არა, ისე გამოგაჩენ და ვიამაყებ - რა ნათესავი მყავს, შეხედეთ. ბოლო ერთ თვეში ჩემი ორი ნათესავი, შეცდომა რომ დაუშვეს, ისე მკაცრად დავსაჯე და გავუშვი სამსახურიდან. ამასაც ასე უდნა შეხედო.... ის კი არა, რომ ადამიანი, ჩემი გვარი თუ აქვს, დავსაჯო და არ გავაკარო არაფერს... თუ ადამიანის გამოცდილება, ცოდნა ვიცი, მისი ერთგულება და პროფესიონალიზმი და თურმე რატომ ყოფილა ჩემს გვერდზე სადმე ცხოვრებაში, ან თურმე ნათესაური კავშირია, ეს სხვა თემაა...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ნეპოტიზმის შესახებ, პირველი არხის გადაცემა პირველი სტუდიის ეთერში.

კომენტარები