უკრაინის კრიზისი

ღამით უკრაინის პოზიციების მიმართულებით ბოევიკებმა 10-ჯერ გაისროლეს

05:00 საათის მდგომარეობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მთლიანობაში, შენარჩუნებულია - ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში განაცხადეს. შტაბის პრესცენტრის პრეზიდენტის სვიატოსლავ ცეგოლკოს ინფორმაციით, ბოევიკებმა უკრაინელი სამხედორების მიმართულებით 10-ჯერ გაისროლეს, მათ შორის 6-ჯერ ჩერნუხინოს და ზოლოტოეს დასახლებულ რაიონებში არსებული ბლოკპოსტების მიმართულებით. 

მანამდე უკრაინული სააგენტო УНІАН-ი გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერდა, რომ ტერორისტები ცეცხლს არასისტემურად სხნიდნენ, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად 15 თებერვლის 00:00 საათიდან ამოქმედდა. 

კომენტარები