უკრაინის კრიზისი

პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს 00:00-საათიდან ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა. ამის შესახებ მან გენერალურ შტაბში ანტიტერორისტული ძალების ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ განაცხადა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიკტორ მუჟენკომ შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის გახსნის უფლება მხოლოდ საპასუხოდ მისცა. 

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება მხარეებმა 12 თებერვალს მინსკში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აიღეს. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე პრო-რუსი ტერორისტები აქტიურად უტევდნენ უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებს დებალცევოსა და მარიუპოლის მახლობლად. სულ ცოტა ხნის წინ კი ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტერორისტებმა ცეცხლი რუსეთის მიმართულებით გახსნეს. 

კომენტარები