კრიზისი უკრაინაში

АТО-ს პრესცენტრი: ტერორისტებმა ცეცხლი რუსეთის მიმართულებით გახსნეს

აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით ტერორისტებმა ცეცხლი რუსეთის მიმართულებით გახსნეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ბოევიკებმა, რომლებიც ბეზიმიანის დასახლებულ პუნქტთან არიან განლაგებულნი ნოვოაზოვსკის მახლობლად, სამსონოვოს მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. ამ დროისთვის ორივე დასახლებულ პუნქტს პრორუსი ბოევიკები აკონტროლებენ. 

პრესცენტრის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ტერორისტების მხრიდან მორიგი პროვოკაციაა. შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთი რჩება.

კომენტარები